პირველ ივლისს აჭარაში ბუნებრივი აირი რამდენიმე საათით გაითიშება

29 ივნისი 2021, 15:07 4511 ნახვა

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, პირველ ივლისს 23:00 საათიდან 2 ივლისის 08:00 საათამდე აჭარას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება.

მიზეზი აჭარის გამზომ კვანძზე დაგეგმილ სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. 

გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ, ურეკის, ლაითურის და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში