ვისაუბრეთ გეგმაზე, რომელიც შესაძლებელია დიდი ბავშვთა სახლების მიმართულებით განხორციელდეს - ჯანდაცვის მინისტრი 

29 ივნისი 2021, 16:26 797 ნახვა

საქართველო ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, იმისათვის რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია პენეფიციარების მცირე ზომის ბავშვთა სახლებში ან საკუთარ ოჯახებში გადაყვანა. 

''ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა, ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე. დღეს კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, რა მოდელით და რა ხერხით არის მნიშვნელოვანი ბავშვების გამოყვანა, თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან. ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგის მუშაობას. ამ ეტაპისთვის გარანტირებულად უზრუნველყოფილი გვაქვს ბავშვთა უსაფრთხოება.

ისინი მუშაობენ მათთან და დასკვნის დადების შემდეგ, თუ რა შემთხვევაში ვიცავთ ჩვენ 15 ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რა თქმა უნდა, მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, სად მოხდება ბავშვების პოზიციონირება და რა ხერხს მიმართავს როგორც სახელმწიფო, ასევე ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება პანსიონთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე დღეს ვერ ისაუბრებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში