საბერძნეთში საუკუნის მძარცველი დააკავეს

29 ივნისი 2021, 18:30 1129 ნახვა

საბერძნეთის პოლიციამ პაბლო პიკასოს და პიტა მონდრიანის ნახატები იპოვა, რომლებიც 2012 წელს ნაციონალური გალერეიდან მოიპარეს. ქურდობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ბერძნული მედიის ცნობით, 49 წლის ბერძენმა ვერ შეძლო ნახატების საზღვარგარეთ გატანა. პიკასოს მოპარული ნახატი "ქალის თავი" წარმოადგენს კუბიზმის სტილში შესრულებულ ქალის ბიუსტს. ნახატის ღირებულება, რომელიც მან 1939 წელს შექმნა, 20 მილიონ ევროს აღწევს. რაც შეეხება ჰოლანდიელი მხატვრის პიტ მონდრიანის ტილოს "ქარის წისქვილი", ეს 1905 წელს შესრულებული ნახატია, რომელზეც ქარის წისქვილია გამოსახული. ორივე ნახატი 2012 წლის იანვარში მოიპარეს, როდესაც ის კაპიტალური რემონტისთვის იხურებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში