ივნისის სტატისტიკით დღეს საქართველოში კოვიდ 19-ის ყველაზე მაღალი სტატისტიკა დაფიქსირდა

29 ივნისი 2021, 19:11 1252 ნახვა

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, ქვეყანაში კი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. კოვიდ 19 დღეს 1194 ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 7 ე.წ „დელტა“ შტამია. ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი ქვეყანაში 4%-ს ცოტათი უსწრებს. სპეციალისტები მოქალაქეებს შენარჩუნებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწდოებენ, თუმცა ინფიცირების მომატებული მაჩვენებლის ფონზე წესების გამკაცრებაზე ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს. ცნობილია ის, რომ ჯანდაცვის უწყება ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციას გეგმავს. გათვლა თვეში მილიონ ადამიანზე აქვთ, ანუ იმაზე 4-ჯერ მეტი, ვიდრე ეს 4 თვეში მოხერხდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში