საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

30 ივნისი 2021, 10:56 997 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 010 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, გარდაიცვალა 19.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 28 617 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 164, „პისიარ“ ტესტით – 13 453.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,53 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,59 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,69 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 366 078 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 351 747 გამოჯანმრთელდა, 5 316 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 261 652 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 667.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში