განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელეა დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, ამბროლაურის საკრებულოს ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მერიის თანამშრომელთა დახმარებით უზრუნველყოფდა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 დოლარის გადახდა მოსთხოვა.
საკრებულოს წევრი მოთხოვნილი თანხის ნაწილის გადაცემის დროს დააკავეს.