ერთი კაცის პროტესტი-უნებართვოდ დადგმული კარავი პოლიციამ დაშალა

30 ივნისი 2021, 18:30 1840 ნახვა

ბათუმში მემედ აბაშიძის გამზირზე საკუთარი სახლის წინ მოქალაქემ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა, თუმცა სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში ააღებინეს. პოლიციის თანამშრომლებმა მას უთხრეს,  რომ მერიისგან შესაბამისი ნებართვა უნდა აიღოს.  მოქალაქე დავით ბურჭულაძე  შშმ პირებისა და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის  პენსიის 500 ლარამდე გაზრდას, ჯანდაცვის პაკეტის 100%-იან დაფინანსებასა და საპენსიო სესხის 5%-მდე შემცირებას მოითხოვს.  მოქალაქემ  ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, პეტიციის ადრესატი პარლამენტის თავმჯდომარე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში