ავსტრალიის შვიდ ქალაქში ლოქდაუნი გამოცხადდა

30 ივნისი 2021, 18:41 860 ნახვა

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით   ავსტრალიის  შვიდ ქალაქში „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. „შინ დარჩენის“ განკარგულება ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს - 12 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. ავსტრალიაში, რომელმაც კორონავირუსი თითქმის დაამარცხა და სადაც წელს კოვიდ 19-ით გარდაცვალების მხოლოდ  ერთი შემთხვევაა დადასტურებული, ბოლო პერიოდში „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა და გასული დღე-ღამის განმავლობაში 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია მოსახლების მხოლოდ 5%-ს აქვს ჩატარებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში