ტრანსპორტის პრობლემა ქედის სოფლებში

30 ივნისი 2021, 19:29 1705 ნახვა

პეტიცია ქედის საკრებულოში. მოსახლეობა სოფლებიდან დაბა ქედამდე გადასაადგილებელი მარშრუტის დანიშვნას ითხოვს.  სხვადასხვა სერვისის მისაღებად მოსახლებას ფეხით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევს. პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება  მათ პოლიკიტურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას უზრუნველყოფს. პეტიციამ ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ 157 მოქალაქის ხელმოწერა უნდა დააგროვოს. ქედის საკრებულოს აპარატში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიზნით ტენდერი გამოცხადებულია.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში