ბათუმი რივიერას საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება

01 ივლისი 2021, 15:00 1101 ნახვა

სააპელაციო სასამართლოს  განჩინების  მიუხედავად ,,ბათუმი რივიერას“  საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ  გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა, ანუ ბათუმში ცათამბჯენების მშენებლობა არ შეჩერდება. სარჩელის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.

მესამე სექტორი ითხოვდა რივიერას მშენებლობის ნებართვის გაუქმებასა და  გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას. სააპელაციო სასამართლომ, როგორც მესამე სექტორში აცხადებენ, გაიზიარა მათი მოსაზრებები და საქმე განსახილველად კვლავ სასამართლოს პირველ ინსტანციას დაუბრუნა,   თუმცა ამის მიუხედავად ,  უცვლელი დატოვა გაუქმებული განჩინების შინაარსი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე უკანონო გადაწყვეტილება ამ საქმეზე  და სასამართლოს მსჯელობა მთლიანად მორგებულია მშენებელი კომპანიის ინტერესებზე. 

კომპანია ,,ბათუმი რივიერას“ დირექტორი  კი აცხადებს, რომ საიას მოთხოვნები აბსურდულია, მათი პასუხი კი სარჩელზე არგუმენტირებული.  გიორგი კაპანაძის თქმით, სწორედ ამის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში