დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარი იქნება

01 ივლისი 2021, 15:11 1626 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 2-ჯერ იზრდება და არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარი იქნება.

დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. აღნიშნული გადაწყვეტილება 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება.

პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში