გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

01 ივლისი 2021, 15:17 1291 ნახვა

"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე, გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პოლიტიკოს გოგი წულაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახე შეუცვალა და პატიმრობიდან 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ინფორმაციას წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს. 

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში