თურქეთში კოვიდვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვეს

01 ივლისი 2021, 18:48 991 ნახვა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქეების ასაცრელად ვაქცინის მესამე დოზა გამოიყენოს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და  50 წელს გადაცილებული პირები მიიღებენ. ქვეყანაში  ვაქცინაციის სრული კურსი დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა,  ხოლო 35 მილიონმა ადამიანმა პირველი დოზა მიიღო. თურქეთში კორონავირუსზე ვაქცინაცია Pfizer-ითა და  Sinovaс-ით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში