"თბილისი პრაიდის" ღონისძიება დასრულდა - სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ

01 ივლისი 2021, 21:27 1419 ნახვა

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა. ​ამ წუთებში სტუმრები ტერიტორიას ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილმა კი შენობა უკვე დატოვა.​

სტუმრები ტერიტორიას პოლიციის დახმარებით, სპეციალური მიკროავტობუსების საშუალებით ტოვებენ.

ღონისძიების პარალელურად შეკრებილნი არიან ​ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც კლუბიდან გამოსული სტუმრების მისამართით, ბოთლებს და კვერცხებს ისვრიან.

სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში