ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ სატვირთო გადაზიდვებს იწყებს

02 ივლისი 2021, 10:20 1105 ნახვა

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ ავიაპარკს აფართოებს და სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებისთვის ემზადება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბოინგ 737-700 ტიპის სატვირთო ხომალდი უკვე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია.

სააგენტოს მიერ, საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ავიაკომპანია ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სატვირთო ბაზრების დაფარვას გეგმავს. Myway Airlines-ის სატვირთო ხომალდს 20.5 ტონის და 138 კუბური მეტრის მოცულობის ტვირთის 5 000 კმ მანძილზე ტრანსპორტირება შეუძლია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში