აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია

02 ივლისი 2021, 11:46 485 ნახვა

აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა გააკეთა. ნედ პრაისმა  ჩინეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა შემცირდეს „შეიარაღების რბოლის რისკი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეს განცხადება პრაისმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციის შესახებ, რომ ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების 100-ზე მეტი გამშვები დანადგარის მშენებლობა დაიწყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში