პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების სასამართლო დღეს გაიმართება

02 ივლისი 2021, 11:52 1458 ნახვა

ხმაურითა და დაპირისპირებით დაწყებული  ,,პრაიდის“  კვირეული.  პირველი ღონისძიება ინციდენტის ფონზე  დასრულდა.  

ერთ მხარეს თბილისი პრაიდის,  მეორეს კი ამ ღონისძიების მოწინააღგმდეგები იყვენენ. მათგან ვერც ერთმა ვერ მოახერხა  4 საათიან დახურულ ღონისძიებაზე შესვლა, თუმცა არიან დაკავებულები, რომელთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ისინი პოლიციამ ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის აიყვანა.

დიპლომატებიც ესწრებოდნენ  ღონისძიებას, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს  და ხაზს უსვამენ თანასწორობის უფლებას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში