ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ისევ სრული დატვირთვით ამუშავდა 

02 ივლისი 2021, 13:00 1081 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, დღეიდან სამედიცინო დაწესებულება სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას.

კლინიკაში დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში, ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა.

''აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კლინიკამ კოვიდ-პაციენტების ნაკადების მართვა და გადანაწილება იმგვარად უზრუნველყო, რომ სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციისა და PCR ტესტირების პროცესი არ შეჩერებულა. ასევე არ შეფერხებულა ჰემოდიალიზის პაციენტების მიღება'' - წერია განცხადებაში. 

30 ივნისს  ცნობილი გახდა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში