ისრაელმა ღაზის სექტორში სამიზნე დაბომბა

02 ივლისი 2021, 13:49 947 ნახვა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" იარაღის საამქრო დაბომბეს. ”ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ობიექტზე, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" კუთვნილი იარაღი მზადდებოდა”, - ნათქვამია არმიის განცხადებაში. 

16 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია ღაზის საზღვართან ახლოს ხანძრის შესახებ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში