ქობულეთის "შუქურამ" "სამტრედია" დაამარცხა

02 ივლისი 2021, 20:28 1135 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. ფოთში ქობულეთის "შუქურამ" ბოლო ადგილზე მყოფი "სამტრედია" 2-0 დაამარცხა.

პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა. 57-ე წუთზე მუსელიანმა ჯეფერსონ ჯერალდოს გაატანინა. 1 წუთიან ინტერვალში რეხვიაშვილმა ორი ყვითელი მიიღო და ქობულეთლები 10 კაცით დარჩნენ.

მიუხედავად ამისა "შუქურამ" მაინც გაიტანა. 64-ზე ინგოროყვამ მუსელიანის გაატანინა და ქობულეთის "შუქურამ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

21 თამაშის შემდეგ ქობულეთლებს 20 ქულა აქვთ და მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან თუმცა მათ ორ უშუალო კონკურენტებს ტორპედოს და თელავს თამაშით ნაკლები აქვთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში