ახალგაზრდა ბიზნესმენი ბათუმიდან

02 ივლისი 2021, 21:02 5200 ნახვა

ახალგაზრდა, რომელსაც პანდემიამ ფერმერობა გადააწყვეტინა. ორთაბათუმში მცხოვრებმა ნიკა ფარეიშვილმა ჯერ რამდენიმე ბოცვერი შეიძინა, დღეს კი მათი რაოდენობა თითქმის 500-ია. ბოცვრის ხორცი ბაზარზე მოთხოვნადია, თავად ცხოველი კი სწრაფად მრავლდება, რაც ეკონომიკურად ფერმერისთვის მომგებიანია, ბოცვრის საკვებს ძირითადად სახლში აწარმოებენ. გარდა ბოცვრებისა, ნიკას ფერმა ეგზოტიკურ ფრინველებს აერთიანებს, ამიტომ ფერმასთან ერთად მინი ზოოპარკიც მოაწყო და ახლა, ტურისტების მიზიდვაზე მუშაობს. სხვა ახალგაზრდებს კი მოუწოდებს, საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესის განსავითარებლად მაქსიმალურად გამოიყენონ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში