ევრო 2020-ზე ორი ნახევარფინალისტი ცნობილია - ორიც დღეს გაირკვევა

03 ივლისი 2021, 10:33 1456 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია. მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში შვეიცარია დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.

მე-8 წუთზე ზაკარიამ საკუთარ კარში გაიტანა და "ფურია როხა" წინ გავიდა. 68-ზე ფლოირელმა ჩაქირის გაატანინა და წონასწორობა აღდგა. 77 წუთზე ფლოირელმა წითელი ბარათი მიიღო და შვეიცარიის ნაკრები 10 კაცის შემადგენლობით დარჩა,თუმცა გუნდმა საქმე პენალტებამდე მიიყვანა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში ესპანეთმა 3-1 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. მეორე მეოთხედფინალში იტალიამ 2-1 მოუგო ესპანეთს. ანგარიში ვერატის გადაცემის შემდეგ ბარელამ 31-ე წუათზე გახნა და იტალია წინ გავიდა. 41-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ ჩვეულ სტილში გაიტანა და სხვაობა ორ ბურთიანი გახდა. 

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში პენალტი რომელუ ლუკაკუმ ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა. ამრიგად პირველ ნახევარში იტალია და ესპანეთი შეხვდებიან. დღეს კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდება.

20:00 საათზე ბაქოში ჩეხეთის და დანიის დაპირისპირება დაიწყება. 23:00 საათზე კი რომის ოლიმპიური სტადიონი ინგლისის და უკრაინის ნაკრების მატჩს უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში