ქობულეთის განახლებული სანაპირო ზოლი იხსნება

03 ივლისი 2021, 12:30 2137 ნახვა

​დღეს, ქობულეთში განახლებული სანაპირო ზოლი იხსნება. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მოეწყობა ფეხით მსვლელობა, მხატვრების გამოფენა, კონცერტი, ფრანების ფესტივალი. ქობულეთში 3 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დაიწყო. ტურისტულად აქტიურ ზონაში  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  განხორციელდა.

სრულიად განახლდა ბულვარი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა, მოეწყო ველოპარკირებები, მოსასვენებელი კუთხეები, სპორტული მოედნები. პროექტი სრულად  ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სამუშაოებისთვის 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში