საკონტეინერო ტერმინალიდან გათავისუფლებულების პროტესტი

03 ივლისი 2021, 15:20 1667 ნახვა

საკონტეინერო  ტერმინალიდან გათავისუფლებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი  დამსაქმებლისგან სამუშაოზე  აღდგენას ითხოვენ. როგორც ამბობენ, ტერმინალის ქვეკონტრაქტორმა კომპანია შპს „ჯეიტიაი გრუპმა“ მათი საშვები გააუქმა, რასაც გასულ დღეებში გამართულ აქციას უკავშირებენ, როცა  სამუშაო პირობების გაუმჯობესება და კანონის შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვეს.

ტერმინალში დასაქმებულები ამბობდნენ, რომ კომპანიამ ხელფასიდან  30 პროცენტი  გაუფრთხილებლად დააკლო, შემცირებული სახელფასო სარგო კი გაზრდილი ფასების ფონზე დასაქმებულებისთვის  არასკმარისია. პროტესტის მონაწილეები პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში  პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. 

საქმის სასამართლოში გაგრძელება არ გამორიცხა, პროფკავშირების წარმომადგენელმა.   საკონტეინერო ტერმინალის ქვეკონტრაქტორ კომპანიაში კი აცახდებენ, რომ დასაქმებულებისთვის ანაზღაურება არ დაუკლიათ და  ხელფასიდან ის თანხა ჩამოაჭრეს, რაც გასულ თვეებში სახელმწიფომ სუბსიდირების ხარჯზე დაუმატა, ახლა კი  სუბსიდირება შეჩერდა. კომპანიის განმარტებით, შპ ს-სა და საკონტეინერო ტერმინალს შორის შეთანხმება ვერ შედგა,  ვინაიდან საკონტეინერო ტერმინალი დასაქმებულებზე ხელფასების ზრდას ვერ ახერხებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში