ადაპტირებული პლაჟი

03 ივლისი 2021, 15:10 1793 ნახვა

ბათუმის ბულვარში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა. ტერიტორიაზე ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი საცურაო ტივტივები განთავსდა, ასევე მათთვის სპეციალიზებული ბილიკები გასახდელები და საშხაპეები მოეწყო.  

ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლზე ეს რიგით მეორე ადაპტირებული პლაჟია. ტერიტორია დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში