აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

04 ივლისი 2021, 11:49 1181 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.1776 წლის 4 ივლისს ხელი მოეწერა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რაც ამერიკელი და ყველა თავისუფლების მოყვარე ერისთვის სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ იქცა.

მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამერიკელ პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის" - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში