კანადაში ხანძრის 130-ზე მეტ კერას ებრძვიან

04 ივლისი 2021, 12:05 924 ნახვა

ბოლო რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან კანადაში.ხანძრების გაჩენას  ხელი ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატებამ შეუწყო. BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის მეხანძრეები  130-ზე მეტ კერას ებრძვიან.

ხანძრებმა განსაკუთრებით ბრიტანეთის კოლუმბია დააზარალა, სადაც ცეცხლის ჩასაქრობად სამხედრო ვერტმფრენების გამოყენებას გეგმავენ. კანადის სოფელ ლიტონში კი  ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძარს, მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მშრალი, ცხელი ამინდი მომავალ კვირაშიც გაგრძელდება, ამასთან, სპეციალისტები ბრიტანეთის კოლუმბიაში 500-მდე ადამიანის გარდაცვალებას ძლიერ სიცხეს უკავშირებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში