პატრიოტთა ალიანსის აქცია

04 ივლისი 2021, 18:25 1231 ნახვა

ჩვენ ვიცავთ დედა ეკლესიას“, „ჩვენ ვიცავთ პატრიარქს“- ეს ფრაზები ისმოდა დღეს, პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. პარტიის ლიდერების მთავარი მოთხოვნა იყო გადადგეს სახალხო დამცველი და შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ  მიზანმიმართული შეტევა.

მათ დასავლეთიც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ისინი არ უნდა ერეოდნენ უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში, მითუმეტეს, როცა საქმე რელიგიურ გრძნობებს ეხება. აქცია რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გაგრძელდა და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა  მხარდამჭერებს ხვალ საპატრიარქოს მიერ ჩანიშნულ დროს ქაშუეთის ეკლესიასთან  შეკრებისკენ მოუწოდეს, სადაც პარაკლისის აღევლინება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში