მუსლიმთა სამმართველო „თბილისი პრაიდზე“

04 ივლისი 2021, 20:20 2401 ნახვა

ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს გთავაზობთ ნაწყვეტს: „პატივს ვცემთ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როდესაც საუბარია ე.წ. ლგბტქ+ პრაიდის ჩატარებაზე, საქმე გვაქვს არა გამოხატვასთან, არამედ გარკვეული ჯგუფის  მიერ  საკუთარი ინტიმური ცხოვრების  საჯარო პროპაგანდასა და სხვებზე ამის თავსმოხვევასთან. ის, რასაც გეგმავენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენი მორალისთვის და წინააღმდეგობაში მოდის ერთობლივი თანაცხოვრებით ჩამოყალიბებულ ფასეულობებთან.

დასძენენ, რომ საქართველოში ლგბტქ+ ადამიანები არასდროს განიცდიდნენ დევნას თავიანთი ცხოვრების წესის გამო. მსგავსი ,,პრაიდები“ კი მიზნად ისახავს არა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვას, არამედ დაძაბულობის, კრიზისის  შექმნასა  და  საზოგადოებაში  დაპირისპირების გაღვივებას, რითაც  საზოგადოებისაგან თავად აცალკევებენ და  აპირისპირებენ  აღნიშნული ორიენტაციის პირებსა და, ამასთან, ასეთი აქტივობებით საშიშროებას უქმნიან მომავალ თაობას მავნე ზეგავლენით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში