"თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს

05 ივლისი 2021, 11:31 1244 ნახვა

პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლების კარვები დაშალეს. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჯებირები გადალახეს და კარვები დაშალეს.

"თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ შეკრებილები პირველად ქაშუეთის ეკლესიაში და 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ დღეს ღირსების მარში ჩატარდეს.

"არ არის მნიშვნელოვანი პრემიერს მოწონს თუ არა პრაიდები. სიბინძურის აღლუმი არსად არ უნდა ჩატარდეს, ამიტომ არ გავატარებთ. თუ ჩატარდება ვეწვევით პრემიერის კაბინეტში და გადაყვება მის ალტერნატივებს. დადგეს ერის და ბერის მხარეს და ნუ გვემუქრება იქიდან"-განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, რადიკალური ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც. დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში