"ადამიანის უფლებათა სახლზე" მოხდა თავდასხმა, პიროტექნიკაც კი შეყარეს და ადამიანი დაზიანდა - ბაია პატარაია

05 ივლისი 2021, 17:58 946 ნახვა

რადიკალური ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ასაფეთქებელი ნივთიერება შეაგდეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ოფისში ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის "თბილი პრაიდის" თანამშრომლები. დაშავებულია ერთი პირი.

აღნიშნულის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია "ფეისბუქზე" წერს.

"ადამიანის უფლებათა სახლზე, სადაც ასევე არის საფარის ოფისი, მოხდა თავდასხმა. პიროტქნიკაც კი შეყარეს და ადამიანიც კი დაზიანდა. იცოდეთ მაინც დარბევის მასშტაბები.

ასე ხდება როცა კანონს არ იცავს პოლიცია და ხელისუფლება, ხოლო საპატრიარქო გავეშებულ ბრბოს მიუქსევს უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და ფერადმაისურიან ბავშვებსა თუ ტურისტებს...

სახელმწიფო არ გვაქვს!

ქართული ოცნების მმართველობა უნდა დასრულდეს.

აბა, მიშა გინდა?! თუ არჩევანი მარტო მიშასა და ბიძინას შორის მაქვს დღეს, ისევ გაცხელებული ხინკალივით მეორედ ჩამოტარებულ მიშას ავირჩევ. და თქვენ სასოწარკვეთის რა ლეველზე ხართ?"- წერს ბაია პატარაია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში