თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე

05 ივლისი 2021, 18:10 981 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს აქციის მონაწილეები  თავს დაესხნენ. დაშავდა ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი, რომელიც კონტრაქციის მიმდინარეობას აშუქებდა.  მას აქციის მონაწილეებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.  შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, როდესაც მაუწყებლის გადამღები ჯგუფი მსვლელობას აშუქებდა.  თიკო სუსარეიშვილი იხსენებს, რომ ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გამოიყვანეს. აგრესიულად განწყობილმა პირებმა კი სამართალდამცველების ავტომობილიც დააზიანეს.  მაუწყებლის გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა ''პალიტრანიუსისა'' და ''მთავარი არხის'' წარმომადგენლებიც.  „პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომელსაც დღეს განვითარებული მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოპერაცია უტარდება.  მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.   დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე  აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, დაზიანებულია მათი ტექნიკაც.  თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 20 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში