ავღანეთში რამდენიმე ქვეყანამ დიპლომატიური მისიები დახურა

05 ივლისი 2021, 19:03 680 ნახვა

თურქეთმა, ირანმა და პაკისტანმა ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში საკონსულოები დახურეს. დიპლომატიური წარმომადგენლების განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი ქალაქში არსებული დაძაბულობა გახდა. რადიკალური მოძრაობა "თალიბანი" ქალაქის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რის გამოც დიპლომატების უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. საკონსულოების თანამშრომლები ქაბულში გადაიყვანეს. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მუშაობა უზბეკეთის, ყაზახეთისა და ტაჯიკეთის საკონსულოებმაც შეწყვიტეს.  დიპლომატების ევაკუაცია ჯერ არ მომხდარა. უზბეკეთის საკონსულოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ავღანეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეჩერებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში