თურქეთის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისთანავე აცრიან

05 ივლისი 2021, 19:04 723 ნახვა

საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ თურქეთის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ქვეყნის 38 აეროპორტსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შეუძლიათ.  ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჯაზე დაყრდნობით თურქული მედია ავრცელებს."48 აეროპორტიდან 38-ში ჩვენ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველი ან მეორე დოზით ვაქცინაციას შევთავაზებთ", - განაცხადა კოჯამ. მისივე თქმით, ვაქცინაციის სერვისი 5 ივლისიდან ორ აეროპორტში იქნება ხელმისაწვდომი.  ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში