,,ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

05 ივლისი 2021, 20:04 1178 ნახვა

ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები, დარბეული კარვები და ოფისები. ასეთი იყო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის საწინააღმდეგო დღე თბილისში. ქაშუეთის ტაძრისა და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია - დაპირისპირების ძირითადი ადგილები იყო. განვითარებული მოვლენების შემდეგ, მთავარი ღონისძიება „ღირსების მარში“ არ შედგა. ორგანიზატორებმა კონტრაქციებსა და ჯგუფების ძალადობას სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი უწოდეს. ძალადობა დაგმო საპატრიარქომ და აღნიშნეს, რომ ლგბტქ თემს არავინ ებრძვის, ებრძვიან პროპაგანდას. ასევე აცხადებენ, რომ სასულიერო პირების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენენ.  აქციის მონაწილეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ მედიის მისამარით. დღეს აქციების გაშუქებისას დაზარალდა 40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მედიის წარმომადგენლებს ურტყამდნენ ხელებს, ფეხებსა და სხვადასხვა საგანს, აზიანებდნენ აპარატურას. ერთ-ერთი აქციის მონაწილე კი მიზანმიმართულად სკუტერით რამდენჯერმე დაეჯახა ჟურნალისტებს

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში