ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

06 ივლისი 2021, 10:25 957 ნახვა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა. უწყების ცნობით, ეს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

''უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შემზღუდვები დააწესა, რომელთა ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვალიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები), დღეს კი თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი ნებისმიერი პირისთვის'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 ივლისიდან აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ე.წ. ნებართვის მქონე პირებისთვის შესაძლებელი გახდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში