მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დღეიდან იწყება

06 ივლისი 2021, 12:01 815 ნახვა

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება.

ამ ეტაპზე კი შეკითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა აბუსერიძე პასუხობს. სხდომაზე კანდიდატებს ანბანური თანმიმდევრობით მოუსმენენ. გოჩა აბუსერიძის შემდეგ გასაუბრების პროცესი 16:00 საათზე გიორგი გოგიაშვილთან დაიწყება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას მიეცემა  დრო კითხვების დასმისთვის, იმის მიუხედავად, რომ მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე.

გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა, ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც.ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოსამართლეების ასე შერჩევა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას, რასაც არ იზიარებენ მმართველ გუნდში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში