50-ზე მეტი დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი, გუშინ თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რადიკალური ჯგუფების მხრიდან აგრესიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი და ოპერატორი კოტე გრიგალაშვილი გახდნენ.
მოძალადეები უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს ფიზიკურად, მძიმე საგნებით და მოპედითაც კი, რამდენიმე მათგანი გადაიყვანეს კლინიკებში, დაკავებულია 11 ბრალდებული.