საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ოჯახები 5-8 პროცენტიანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ - ნათია თურნავა

06 ივლისი 2021, 12:03 3543 ნახვა

ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით, ოჯახი ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებით ისარგებლებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი, მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ბინის შეძენას.

ახლად შეძენილ პირველ და მეორე შვილზე ოჯახი ხუთი პროცენტიდან რვა პროცენტამდე თანადაფინანსებით ისარგებლებს, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე, რვა პროცენტით.

"პირველი ან მეორე შვილის შეძენისას დღევანდელი მოცემულობით სულ მცირე 6%-ის თანადაფინასნება მოხდება, ბინის შესაძენად აღებული სესხის, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იანი თანადაფინანსება. რაც იმას ნიშნავს, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი იქნება სახელმწიფოს მიერ გაღებული. ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროგრამა"-განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, პროგრამა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში