ძალადობა დასაგმობია, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი - ნათია თურნავა

06 ივლისი 2021, 13:26 1065 ნახვა

ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს საქმიანობაში, დარწმუნებული ვართ, სამართალდამცველები თითოეულ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული.

„რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს საქმიანობაში, როდესაც ხდება შეტევა ჟურნალისტებზე. ის ფაქტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, დაშავებული ჟურნალისტები, ეს არის მიუღებელი. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცველები თითოეულ ასეთ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი.

ჩვენი გუნდის წევრებმა, ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, ჩვენ ვუერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ ძალადობა მართლაც არის ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებით. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშაონ, აბსოლუტური თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში