თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს

06 ივლისი 2021, 13:37 1211 ნახვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული დაწესებულებების ინსპექტირებისას, თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.

მათვე განმარტებით, რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა, აფთიაქში პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს, რის შემდეგაც, დაწესებულებაში ჩატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.

სააგენტოში აცხადებენ, რომ უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 917 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში