პირები, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ ბინაზე აიცრებიან - მოქალაქეებმა 15 22-ზე უნდა დარეკონ

06 ივლისი 2021, 14:29 831 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გამო  ვერ ახერხებენ გადაადგილებას, ბინაზე აიცრებიან. ამისათვის ცხელი ხაზის ნომერზე 15 22-ზე რეკავენ. რესპუბლიკური საავადმყოფოდან კი ბრიგადების გაგზავნა მოხდება. 

თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე 100-მდე მსგავსი საჭიროების პირია აცრილი. 

''მოქმედებს ორი ცხელი ხაზის ნომერი 15 22 რომელიც კლინიკურ შეკითხვებზეა ორიენტირებული და  ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სპეციალურ საჭიროებებს განიხილავს.

მაგალითად, ხანდაზმული ან ქრონიკული დაავადების მქონე პირი, რომელიც არის საწოლსმიჯაჭვული და არ შეუძლია გადაადგილება, სჭირდება ბინაზე ვაქცინაცია, ასეთ შემთხვევაში 15 22 იღებს ამ მოთხოვნას და რესპუბლიკური საავადმყოფოს მიერ ხდება ამცრელი ბრიგადის ორგანიზება. ასამდე ასეთი მოქალაქე არის აცრილი. ეს არ არის დიდი რაოდენობა, მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი შესაძლებლობა. ასევე გრძელდება ესენციური ჯგუფის ვაქცინაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სისტემის და პენიტენციური სამსახურების წარმომადგენლების'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამის შესახებ ცნობილი 8 ივნისს გახდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში