ქვეყანაში ''ინდური შტამის'' 52 შემთხვევაა დადასტურებული - თამარ გაბუნია

06 ივლისი 2021, 14:43 1008 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში ჯამურად 52 „დელტა“ შტამია დადასტურებული, 5 შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებული, მძიმე მიმდინარეობა ამ შემთხვევებში გამოკვეთილი არ არის, თუმცა იმისი რისკი, რომ „დელტა“ შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს, შეფასებული მაჩვენებლით  10-დან 20%-მდე არსებობს. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში