დილის მონაცემებით, 27 000-მდე ჯავშანი იყო გაკეთებული, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა - თამარ გაბუნია

06 ივლისი 2021, 14:25 1910 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალაშემოტანილ ვაქცინებზე დილის მდგომარეობით დაახლოებით 27 000 ჯავშანი იყო და მათი რაოდენობა სწრაფად იზრდება.

მისივე განმარტებით აქტივობა შედარებით დაბალია, ვიდრე მოლოდინი იყო.

„შედარებით ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ნუ გადადებს მოქალაქე ვაქცინაციას და რაც შეიძლება მალე ჩაეწეროს.

შესაძლოა აქტივობის დაბალი მაჩვენებელი განპირობებული იყოს ალტერნატიული ვაქცინების შემოსვლის მოლოდინით.

იცით, რომ შესაძლებელია შემოვიდეს "ასტრა ზენეკას", "ფაიზერის", ვაქცინები, ამიტომ შესაძლოა გარკვეული კატეგორია იცდის და არ ჩქარობს რეგისტრაციას"-განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, გააქტიურდება საინფორმაციო კამპანია

"აუცილებელია იმის ახსნა თუ რა თუ რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ვაქცინაციის პროცესის გადადებამ.

უწყებაში, სადაც დაინფიცირდა ორჯერ ვაქცინირებული პირი ამან გარკვეული ნდობა შეარყია.

ორჯერ ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან დაბალია 0,3%, ერთხელ ვაქცინირებულ პირებში - 0,8%-ია. რაც კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვაქცინაცია. არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა ვაქცინირებულ პირებში"-განცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში