შესაძლებელია სახმელეთო და საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს - გაბუნია

06 ივლისი 2021, 15:04 1388 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს.

„სახმელეთო გზით შემოსული პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან ტესტირებას. არ აქვს მნიშვნელობა მათი ვაქცინაციის სტატუსს. ჯერჯერობით, საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტები, რომლებიც შედარებით დაბალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოდიან ქვეყანაში, შემოდიან სავალდებულო PCR ტესტირების გარეშე. თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლებელია ეპიდემიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედოს და იყოს უნივერსალური მოთხოვნა, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვის.

ჯერჯერობით არის განსხვავებული რეჟიმი - სახმელეთო გზით შემოსულს აუცილებლად უნდა ჰქონდეს PCR ტესტი და საჰაერო გზიდან შემოვდივართ ისევ და ისევ სრული ვაქცინაციის სტატუსის ამსახველი დოკუმენტით“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში