თურქეთში ''დელტა პლუსის'' პირველი შემთხვევები გამოვლინდა

06 ივლისი 2021, 13:24 946 ნახვა

თურქეთში კორონავირუსის "დელტა პლუსის" შტამით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა. მისი თქმით, მუტაცია ქვეყნის სამ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის სტამბოლში გამოვლინდა.

მინისტრმა სხვა ორი პროვინცია არ დაასახელა. მან ხაზი გაუსვა, რომ ანკარაში არანაირი მუტაცია არ გამოვლენილა.”პაციენტებს ამბულატორიულად აკვირდებიან.

ამიტომ მათი მდგომარეობა კარგია”, - განაცხადა კოჯამ.მინისტრის თქმით, კორონავირუსის "დელტა" შტამი ქვეყნის 30 პროვინციაში ცირკულირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში