კონსტიტუციის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტა

06 ივლისი 2021, 18:27 1029 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მონეტა გამოსცა. მონეტის პრეზენტაცია ბათუმში სიმბოლურად საკონსტიტუციო სასამართლოს  შენობაში  მოეწყო. მონეტა 1500 -იანი ტირაჟით სლოვაკეთის ზარაფხანაში მოიჭრა. ესკიზი ღია კონკურსით შეირჩა და მისი დიზაინის ავტორები  გიორგი აფხაზავა და მაია ძიძიგური არიან.  საიუბილეო მენტას დატანებული აქვს ასოები  ს,დ,რ  რაც 1921 წელს ქვეყნის სრულ დასახელებას - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენს. მონეტის გაყიდვა დღეს ოთხი საათიდან დაიწყო და 15 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში