თურქეთში ახალი სასწავლო წლის დაწყება 6 სექტემბრიდან დააანონსეს

06 ივლისი 2021, 18:40 1136 ნახვა

თურქეთი სკოლების გახსნას 6 სექტემბერს გეგმავს, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის განათლების მინისტრმა ზია სელჩუკმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში პედაგოგთა დაახლოებით 90%-ია ვაქცინირებული. ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 36  მილიონამდე ადამიანს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი -17 მილიონია.  კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზა უკვე მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში