მასობრივი ვაქცინაციის პროცესი

06 ივლისი 2021, 19:55 892 ნახვა

27 ათასი ჯავშანი  - ასეთია  მონაცემები ვაქცინაციის პორტალზე.სინოფარმით და სინოვაკით  იმუნიზაციისთვის 19  ივლისამდე  100 ათასი  ჯავშანია გახსნილი, თუმცა ჯერ-ჯერობით მხოლოდ 27 ათასი მოქალაქე დარეგისტრირდა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ,  რომ მეტის  მოლოდინი  ჰქონდათ და კამპანია კიდევ  უფრო  გაძლიერდება. უცნობია  ზუსტი დრო, როდის  განახლდება ასტრაზენეკას პირველ და მეორე დოზებზე რეგისტრაცია, ქვეყანა 43 ათას დოზას ერთი კვირის ვადაში  ელოდება. ავსტრიისგან  საჩუქრად გადმოცემული 5 ათასი  დოზა  კი  მაქსიმალურ 10-12 კვირის ვადაზე  კეთდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში