ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - პრემიერი

07 ივლისი 2021, 11:27 1236 ნახვა

ჩვენს ღვაწლმოსილ, ბრწყინვალე ექიმებს მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი გმირობისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ, ეს ფასდაუდებელი საქმეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

„კოვიდპანდემია იყო მთავარი გამოწვევა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში თქვენ გამოიჩინეთ საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა.

ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, 2012 წლიდან ჩვენ არაერთი პროექტი წარმატებულად განვახორციელეთ.

ძალიან ბევრი რამა გასაკეთებელი ჯერ კიდევ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსვლის დროს იყო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ახლა მთავარი პრობლემაა ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ მიზნით ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს გუნდთან ერთად"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა რამდენიმე თვეში დაიდოს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს განვითარების ძირითად კონტერბსა და პრიორიტეტებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში